რუსეთის ხელისუფლება, თურქული ნაკადის პროექტს, ძალაში ტოვებს

 

რუსეთ-თურქეთს შორის განვითარებული ბოლო დროინდელ მოვლენების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება “თურქული ნაკადის” მშენებლობის პირობების შეცვლას არ აპირებს.

რუსეთის ფედერაციის, ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “თურქული ნაკადის” მშენებლობის, პირობების შეცვლის შესახებ, ხელისუფლებაში ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიღებულა.

“მსხვილი, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შეწყვეტას არ ვგეგმავთ, აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა დაგეგმილი პროექტები, მათ შორის “თურქული ნაკადი”, ჩვეულ რეჟიმში ვითარდება”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ალექსეი ულუკაევმა.

ასევე, აღნიშნული საკითხის ირგვლივ, განცხადება გააკეთა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, დიმიტრი პესკოვმა, მისი განცხადებით, პრეზიდენტი პუტინი “თურქული ნაკადის” შეჩერებას ამ ეტაპზე არ განიხილავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად