რუსეთის გენერალური კონსული ოდესაში, უკრაინიდან გააძევეს

ოდესის ოლქში რუსეთის გენერალური მდივანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და უკრაინიდან გააძევეს,-ამისშესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა ვასილი გრიცაკმა აღნიშნა, რუსეთის გენერალურმა კონსული დიპლომატიურ საქმიანობასთან შეუთავსებლობის გამო გააძევეს. მისივე თქმით, დიპლომატიური სტატუსს დიპლომატი უკრაინის საწინააღმდეგოდ იყენებდა.

"ვენის კონვენციის 23-ე მუხლის მიხედვით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მხარეს გადასცა ნოტა მოთხოვნით, რომ ოდესაში რუსეთის გენერალურმა კონსულმა ქვეყანა დატოვოს",-ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

დიპლომატმა უკრაინის ტერიტორია უკვე დატოვა.

კომენტარები
იტვირთება...