რუსეთის ელჩზე თავდამსხმელის ბოლო სიტყვები: არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავიწყდეთ სირია!

ჟურნალისტმა მაიკლ ვაისმა იმ ტექსტის თარგმანი გამოაქვეყნა, რასაც რუსეთის ელჩზე თავდამსხმელი სროლის შემდეგ ყვიროდა. შესაბამისს ტექსტს იგი თავის Twitter-ზე აქვეყნებს.

"არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავიწყდეთ სირია! მანამდე ვერ ეღირსებით უსაფრთხოებას, სანამ ჩვენი ტერიტორიები არ იქნება უსაფრთხოდ. ყველას, ვინც ამ ტირანიაში მონაწილეობს, პასუხი მოეთხოვება!", – ყვიროდა თავდამსხმელი.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში, რუსეთის ელჩზე თურქეთში ანდრეი კარლოვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.

თავდასხმა თურქეთის დედაქალაქში, გამოფენაზე მოხდა, რომელიც ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მიმდინარეობდა.

კარლოვის გარდა დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელოვნების ცენტრში 15-20 გასროლის ხმა გაისმა. თავდამსხმელმა ჯერ დარბაზში მყოფ ადამიანებს გაუხსნა ცეცხლი, ხოლო შემდეგ ელჩს ესროლა. როგორც ცნობილი ხდება, თავდამსხმელი უკვე ლიკვიდირებულია.

როგორც Reuters-ი თურქულ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი თურქეთის პოლიციის ოფიცერი იყო, თუმცა თავდასხმისას იგი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...