რუსეთის დუმას თავმჯდომარე: ქართული ღვინის ხარისხი დაეცა

„ქართული ღვინის ხარისხი ბოლო ათწლეულის განმავლობაში დავარდა, იგი არ შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს, რასაც შეესაბამება ღვინოები ყირიმიდან და კრასნოდარის მხრიდან“, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმას თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს.

„დრო შეიცვალა. ჩვენ ღვინის საუკეთესო მწარმოებლები გვყავს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა ღვინის ხარისხი ძალიან მაღალი იყოს. ამიტომ, როდესაც კონკურენციის შესახებ ვსაუბრობთ, ქართულ ღვინოს მხოლოდ ღირებულებით შეუძლია კონკურენციის გაწევა, ხოლო რაც შეეხება ხარისხს, იგი ძალიან დაეცა და ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც დღეს არის მაგალითისთვის იგივე ყირიმში და კრასნოდარის მხარეში“, – აცხადებს ვოლოდინი.

სპიკერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ქართული ღვინის უპირატესობის შესახებ საუბარი წარსულს ჩაბარდა.

„როდესაც ქართულ ღვინოს გვაჩვევდნენ საბჭოთა კავშირის დროს, ჩვენი ღვინო არ იყო, რადგან ყველა პირობას ქმნიდნენ იმისათვის, რომ მხოლოდ ქართული ღვინო ყოფილიყო. დღეს კი უკვე გვაქვს ჩვენ კარგი ყირიმული, კრასნოდარული ღვინოები, რომლებიც ევროპულ ღვინოებს უწევს კონკურენციას. ქართული ღვინო კი ამ სტანდარტს ვეღარ აკმაყოფილებს.

თუკი არის ხოლმე ქართული ღვინის დალევის შანსი, უარს არ ვამბობ ხოლმე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეც და ჩემი ახლობლებიც როგორმე გავძლებთ ქართული ღვინისა და წყლის გარეშე. ახლა ჩვენ რუსეთში უკვე შესანიშნავი ღვინოები გვაქვს და ვუწევთ რეკომენდაციას“, – აცხადებს იგი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...