რუსეთის დუმას სპიკერი: ზურაბიშვილმა ანტირუსული განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემოციებს აყვა, როდესაც ანტირუსულ განცხადებებს აკეთებდა, მან ამის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს“, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმას სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რა თქვა საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის შესახებ? ქვეყანა აგრესორი, ოკუპანტი. მან ბოდიში საკუტარი თავის გამო მაინც უნდა მოიხადოს. როდესაც ამას ამბობდა, ამ დროს არც თავის ხალხზე ფიქრობდა და არც საქართველოს ეკონომიკაზე“, – აცხადებს სპიკერი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ ერევა საქართველოს სუვერენულ საკითხებში, რომ რუსეთს საკუთარი საელჩოც კი არ აქვს თბილისში. ამავდროულად მან ისიც აღნიშნა, რომ რუსეთში ქართული პროდუქცია შედის და რუსი ტურისტები კი საქართველოში ფულს ტოვებენ.

ვოლოდინის თქმით, ახლა რუსულ-ქართული ურთიერთობის გადარჩენა ახლა ქართველი პოლიტიკოსების ხელშია.

„არ მინდა მათ რჩევები მივცე, რადგან სრულიად ნათელია, რომ უნდა ესმოდეთ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. რუსეთი მომთმენია, გამუდმებით პატიობს. ამჯერად მათ თავად უნდა კითხონ საკუთარ თავს, თუ საით მიყავთ ასე თავიანთი ქვეყანა“, – აცხადებს დუმას სპიკერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...