რუსეთის დუმამ პრემიერის თანამდებობაზე მიხაილ მიშუსტინს მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმამ პრემიერის თანამდებობაზე მიხაილ მიშუსტინის დანიშვნას მხარი დაუჭირა. მის კანდიდატურას 383-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 41-მა თავი შეიკავა.

მიხაილ მიშუსტინი 2010 წლიდან რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

რუსეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით გუშინ, მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვაში საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა.

აგრეთვე, ცნობილი გახდა, რომ პუტინმა მედვედევისთვის ახალი თანამდებობა მოიფიქრა და მას უშიშროების საბჭოში თავის მოადგილედ ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად