რუსეთის დუმამ ძალოვანებს “დრონების” ჩამოგდების უფლება მისცა

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის დუმამ ხუთშაბათს, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ძალოვანებს უფლება ექნებათ ჩამოაგდონ ასაფრენი დრონები და ნებისმიერი სახის უპილოტოები, რასაც კი ჰაერში დაინახავენ და საეჭვოდ მოეჩვენებათ.

საეჭვო მფრინავი საშუალებებიც ჩამოგდების უფლება მიენიჭა:რუსეთის ჯარს, რუსეთის შსს-ს, რუსეთის უშიშროებას, სასჯელების აღსრულების ფედერალურ სამსახურს და სასაზღვრო პოლიციას.

კანონპროექტის ავტორი “ედინაია რასია” გახლდათ, რომლებიც მათი მოთხოვნის მთავარ არგუმენტად მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვას ასახელებდნენ. მათი თქმით, დამრღვევი დრონები საფრთხეს წარმოადგენდნენ სტადიონებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში.

ერთ-ერთი პუნქტით ცოტა მსუბუქი სანქციაც კი არის გათვალისწინებული, ძალოვანებს შეუძლიათ ჩამოართვან მართვის პულტი მფლობელებს და თავად განახორციელონ დაშვება საფრენი აპარატის.

შესაბამისად, რუსი ჩინოვნიკების სახლებისა და ძვირაღირებული ვილების გადაღება ამიერიდან ხელმისაწვდომი აღარ იქნება…

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად