რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს 4 ქვეყანა შეუერთდა

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის, შემდეგ კი ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების გამო რუსეთის და უკრაინის მოქალაქეების და იურიდიული პირების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს 4 ქვეყანა შეურთდა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა, ალბანეთმა და მონტენეგრომ, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციციაში გაერთიანებულმა ნორვეგიამ და აგრეთვე უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება შეუერთდეს ევროკავშირის 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებას რუსეთის და უკრაინის (ოკუპირებული ყირიმი, თვითგამოცხადებული ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკები) რიგი მოქალაქეების და იურიდიული პირებისთვის დაწესებული სანქციების 2020 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივების შესახებ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ევროპის კავშირის საბჭოს საიტზე ვრცელდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად