რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა სანქციების გარეშეც მცირდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2019 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 143 634 500 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ივნისის მაჩვენებელს (135 107 000 დოლარი) 8 257 500 დოლარით ანუ 6,3%-ით აღემატება.

2019 წლის ივნისში საქართველოდან გასული ფულადი გზავნილების მოცულობამ 17 467 800 დოლარი შეადგინა, რაც 385 200 დოლარით ანუ 2,2 %-ით ნაკლებია წინა წლის ივნისთან შედარებით – 17 853 000 დოლარი.

2019 წლის ივნისის სალდო (126 166 700 დოლარი) გასული წლის ივნისის სალდოს (117 254 000 დოლარი) 8 912 700 დოლარით ანუ 7,6 %-ით აღემატება.

დადებითი სალდოს ფორმირებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობენ შემდეგი ქვეყნები:

რუსეთი – 28 590 600 $ – 22,7 %
იტალია – 18 970 100 $ – 15,0 %
საბერძნეთი – 16 299 200 $ – 12,9 %
აშშ – 14 930 200 $ – 11,8 %
ისრაელი 13 091 800 $ – 10,4 %

სულ 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ შეადგინა 806 080 300 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს (746 507 000 დოლარი) 59 573 300 დოლარით ანუ 8,0 %-ით აღემატება.

2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან გასული ფულადი გზავნილების მოცულობამ 108 830 100 დოლარი შეადგინა, რაც 1 256 900 დოლარით ნაკლებია გასული წლია იანვარ-ივნისთან შედარებით – 110 087 000 დოლარი.

2019 წლის იანვარ-ივნისის სალდო (697 250 200 დოლარი) გასული წლის იანვარ-ივნისის სალდოს (636 420 000 დოლარი) 60 830 200 დოლარით ანუ 9,6 %-ით აღემატება.

2019 წლის იანვარ-ივნისის დადებით სალდოს ფორმირებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობენ შემდეგი ქვეყნები:

რუსეთი – 161 536 800 $ – 23,2 %
იტალია – 110 077 900 $ – 15,8 %
საბერძნეთი – 89 005 600 $ – 12,8 %
აშშ – 83 502 400 $ – 12,0 %
ისრაელი – 78 792 700 $ – 11,3 %

20 ივნისის შემდეგ რუსეთის მხრიდან საქართველოში საბანკო გადარიცხვების აკრძალვის შესახებ არაერთხელ გაჟღერებული მუქარის ფონზე “აიპრესმა” ამოკრიფა 2000 წლიდან დღემდე რუსეთიდან და რუსეთში ფულადი გზავნილების შესახებ ეროვნული ბანკის საიტზე არსებული მონაცემები და მას ცხრილის და ჰისტოგრამის სახით სთავაზობს მკითხველს.

ცხრილში მოტანილი მონაცემები გვიჩვენებენ, რომ ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთიდან რეკორდულ 2013 წელთან შედარებით 2-ჯერ და მეტადაა შემცირებული.

რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება კიდევ უფრო ნათლად ჩანს გზავნილების მთლიან მოცულობაში რუსეთის ხვედრით წილის ცვლილებაზე დაკვირებით: სამჯერ, 69,4%-დან 22,3 %-მდეა შემცირდა რუსეთის ხვედრითი წილი 2006 წლიდან დღემდე.

ინფოგრაფიკაში ოდნავი ჩაღრმავებით ჩანს, რომ რუსეთის ხვედრითი წილი ფულად გზავნილებში უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში ყოველგვარი აკრძალვების გარეშეც კი 10%-მდე დაიწევს.

მასალის ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...