რუსეთი, საქართველოს მოქალაქეებს კომპენსაციას, ქართული მხრიდან სიის წარდგენის შემდეგ გადაუხდის

რუსეთი, 2006 წელს დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს იმ შემთხვევაში გადაუხდის კომპენსაციას, თუკი ქართული მხარე მათ კონკრეტულ სიას წარადგენს.

რუსეთის ხელისუფლებამ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს აცნობა „სერიოზული პრობლემების“ შესახებ. იმ პრობლემების, რომლებიც წარმოიშვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში, რომლის მიხედვითაც რუსეთმა საქართველოს, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ „ვედომოსწი“ წერს.

აღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წელს იქნა გამოტანილი. მისი მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის კონტროლის ქვეშ უნდა შეექმნა კომპენსაციის გათვლისა და განსაზღვრის მექანიზმი, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ გაკეთებულა, – ნათქვამია რუსეთის მიერ მომზადებულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც გადაწყვეტილების განხორციელებისთვის შეადგინეს და რომელიც ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

რუსეთის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კონვენციაში ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულისთვის სამართლიან კომპენსაციას დააწესებს. თუმცა, სახელმწიფოთაშორისი საჩივრის შესახებ კომპენსაციის გაცემის საფუძვლები არ არის გათვალისწინებული – მისი მიღება მხოლოდ ცალკეულ განმცხადებლებს შეუძლიათ, მათ, რომლებიც აღიარეს მსხვერპლად, დაზარალებულად, ამ შემთხვევაში ეროვნული ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ როგორც ოპერატორი.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქართველოს დაავალდებულა, რომ შეადგინოს დაზარალებულთა საბოლოო სია, რომელშიც დაზუსტებული იქნება, თუ რა სახის დარღვევების შედეგად დაზარალდა თითოეული მოქალაქე და რა სახის კომპენსაცია ეკუთვნის.

საბოლოო სია, როგორც სასამართლომ განსაზღვრა, უნდა შეიცავდეს ” საქართველოს მინიმუმ 1500 მოქალაქეს”. მხოლოდ ამის შემდეგ, შესაბამის დარღვევებზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს დაეკისრება ანაზღაურება, რომელიც უნდა გადაუხადოს დაზარალებულს, – აცხადებენ რუსეთში.

არსებობს შანსი იმისა, რომ სხვა შემთხვევაში, კომპენსაცია შესაძლოა იმ ადამიანებს მიენიჭოს, რომლებიც რეალურად არ არიან მსხვერპლი, ხოლო შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება შემდეგ შეუძლებელი გახდება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია იმ ფაქტის ახსნა, თუ რატომ არ ჩქარობს საქართველოს ხელისუფლება დაზარალებულთა სიის შედგენას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად