რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს არწმუნებს, რომ ჩეხეთს მორიგი პროტესტი განუცხადა, რეალურად კი იგი მის ულტიმატუმს დათანხმდა

დღეს, 02:00 საათზე თბილისის დროით, ჩეხეთის მიერ რუსეთისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაკუბ კულხანეკმა, გუშინ, პრაღაში, მოსკოვიდან ჩეხი დიპლომატების გაძევების და მოსკოვში ჩეხეთის საელჩოსთვის სამსახურში რუსეთის მოქალაქეების აყვანის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების შესახებ პროტესტის გამოხატვის მიზნით, ჩეხეთში რუსეთის ელჩი ალექსანდრ ზმეევსკი დაიბარა.
 
მინისტრმა ელჩა განუცხადა, რომ თუ მოსკოვი მეორე დღის 12:00 საათამდე (პრაღის დროით – „აიპრესი”) გაძევებული ჩეხი დიპლომატების უკან დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ჩეხეთი რუსეთს პრაღაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა მოსკოვში ჩეხეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობასთან გათანაბრებას მოსთხოვდა.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჩეხეთის საპასუხოდ აცხადებდნენ, რომ რუსეთთან მოთხოვნის სტილში საუბარს პერსპექტივა არ გააჩნია და „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სწორედ დღეს, ფედერალური საბჭოსადმი მიმართვაში განაცხადა რუსეთთან მოთხოვნების ენით საუბრის დაუშვებლობის შესახებ”.
 
რუსეთის ელჩისთვის მოთხოვნების გადაცემის შემდეგ ჩეხურ პრესაში გაჩნდა ცნობები ჩეხეთში, აგრეთვე ევროპის ყოფილ სოციალისტური ქვეყნებში რუსეთის, აშშ-ის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობების შესახებ. აღნიშნული ცნობების თანახმად, უნგრეთში რუსეთის საელჩოს პერსონალის რიცხოვნობა  შეადგენს 105 კაცს, აშშ-ის საელჩოს პერსონალის  კი 45 კაცს, უნგრეთში, შესაბამისად,  135 კაცს და 72 კაცს …  
 
დღეს, დილით, ჩეხეთი აცხადებდა, რომ ელოდებოდა მოსკოვისთვის მიცემული ვადის ამოწურვას. მიცემული დროის გასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაკუბ კულხანეკმა პრესასთან განაცხადა, რომ ჩეხეთი პრაღაში რუსეთი თანამშრომლების რიცხოვნობის მოსკოვში ჩეხეთის თანამშრომელთა რიცხოვნებას გაუთანაბრებდა.
 
ამჟამად პრაღაში რუსეთის 27 დიპლომატი და 67 ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი, მოსკოვში ჩეხეთის საელჩოში კი დიპლომატების რაოდენობა 7-მდე, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის კი 25-მდეა შემცირებული. ამრიგად, რუსეთს მოუწევს საელჩოს 63 თანამშრომლის გაწვევა და მას ამისთვის მაისის ბოლომდე ექნება დრო, – განაცხადა იაკუბ კულხანეკმა.
 
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის ელჩი ვიტაზსლავ პივანკა დაიბარეს და როგრორც შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წერდნენ, მას მტკიცე პროტესტი განუცხადეს ჩეხეთის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული პრაღაში რუსეთის საელჩოს თანამშრომლების დამატებითი შემზღუდავი ზომების გამო.
 
„ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმების ენა.
 
პრაღის მტრული ქმედების საპასუხოდ მოვითხოვეთ მოსკოვში პრაღის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება ადგილებრივად მიღებულ კატეგორიებში მნიშვნელოვანი დისპარიტეტის შესაბამისად”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.
 
რეალობაში ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა აღიარა ჩეხეთის მხარის მოთხოვნის სამართლიანობა და რუსეთს პრაღაში 7 დიპლომატი და 25 ადმინისტრაციული და ტექნიკური თანამშრომელი ეყოლება, ხოლო ჩეხეთს მოსკოვში – ამდენივე დიპლომატი და ადმინისტრაციული თანამშრომელი. ამასთან ერთად, ჩეხეთს კვლავ ექნება უფლება აიყვანოს სამსახურში რუსეთის მოქალაქეები
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...