რუსეთი ყაზახეთს COVID19-ის ვაქცინის 2 მილიონზე მეტ დოზას მიაწვდის

შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია ყაზახეთს, კორონავირუსის რუსული ვაქცინა “Спутник V”-ის 2 მილიონზე მეტ დოზას მიაწვდის. მომავალში, შესაძლოა, მან გაზარდოს მიწოდების მოცულობა 5 მილიონ დოზამდე. ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (RDIF) ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა განუცხადა ჟურნალისტებს.

”ხელშეკრულება ითვალისწინებს ყაზახეთში რუსული ვაქცინის 2 მილიონზე მეტი დოზის მიწოდებას. მომავალში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ ვაქცინით მომარაგების მოცულობის 5 მილიონ დოზამდე გაზრდას“, – თქვა დმიტრიევმა.

აქამდე RDIF და ყაზახური კომპანია SK-Pharmacia – ყაზახეთის ჯანმრთელობის დაცვის ერთადერთი დისტრიბუტორი, შეთანხმდნენ რუსული ვაქცინის მიწოდების შესახებ.

11 აგვისტოს ვაქცინამ “Спутник V”, რომელიც დამზადებულია ნ.ფ. გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის მიერ, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსგან რეგისტრაციის სერტიფიკატი მიიღო.

რუსეთი პირველი იყო მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა. პრეპარატი შემუშავდა ნ.ფ. გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის მიერ. საერთო ჯამში მსოფლიოში 160-ზე მეტი ვაქცინაა განვითარებული, რომელთაგან 30-ზე მეტი კლინიკური კვლევების ეტაპზეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად