რუსეთი პარიზის კლიმატის შესახებ შეთანხმებას შეუერთდა

რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას პარიზის კლიმატის ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

როგორც დიმიტრი მედვედევმა განმარტა, კლიმატის შესაძლო ცვლილებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ეკოლოგიურ ბალანსს, სოფლის მეურნეობას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ” ადამიანების უსაფრთხოებას”

მან აღნიშნა, რომ სამუშაოები ეროვნული პროექტის “ეკოლოგია” ფარგლებში ტარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად