რუსეთი ოკუპანტია – ქუთაისის თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს

რუსეთი ოკუპანტია-ქუთაისში ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

ისინი ქალაქში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლას აპროტესტებენ და ოკუპანტი ქვეყნის მსახიობებს სიმბოლურად წითელ ბარათებს უჩვენებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სირცხვილია რუსული დასი მართავდეს სპექტაკლს ქუთაისში, მაშინ როცა საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა რომ მესხიშვილის თეატრი მოსკოვის თეატრს ,,ნიკიტკის კარიბჭესთან” უმასპინძლებდა.

მოსკოველი თეატრალები ქუთაისელ მაყურებელს შესთავაზებენ სპექტაკლს, “არ დამივიწყო” ( Незабудки). ხვალ კი სპექტაკს “ჩვენი ეზოს სიღერები”.

სპექტაკლი 19:00 საათზეა დაანონსებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად