რუსეთი ოკუპანტია – აქცია თელავის ცენტრალურ მოედნაზე 18:00 საათზე დაიწყება

საქართველოს პარლამენტში დღის განმავლობაში განვითარებულ პროცესებს გააპროტესტებენ თელავშიც. აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, აქცია ცენტრალურ მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.

,,მეგობრებო, ქვეყანაში იმყოფებიან რუსი დეპუტატები  გავრილოვის მეთაურობით, რამოდენიმე ფიგურა რუსული პოლიტიკიდან, როგორც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები, ისინი არ უნდა იმყოფებოდნენ არათუ  პარლამენტში, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზეც კი. ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქის ვალია, შემოუერთდეს მშვიდობიან აქციას რუსული ღია თუ ფარული ოკუპაციის წინაწინააღმდეგ. დღეს, თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე, ძეგლთან (ბურჯთან)  გელით საღამოს 6 საათზე ვისაც გაქვთ დრო და თვლით, რომ უნდა მიიღოთ ამ აქციაში მონაწილეობა!   დავდგეთ ერთად,ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი !!!,, – ნათქვამია აქციის ორგანიზატტორთა დანცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...