“რუსეთი ოკუპანტია” – ამ ლოზუნგით თელავის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თელავის ცენტრალურ მოედანზე.აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატების ვიზიტს და პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

“მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, დაუშვებელია რუსი ოკუპანტების არათუ პარლამენტში საქართველოში შემოსვლაც კი. მითუმეტეს ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ასე მისვლა და თავმჯდომარის სავარძლის დაკავება. ჩვენ ვუერთდებით თბილისში დაწყებულ პროტესტს, ვაპროტესტებთ დღეს მომხდარ ფაქტს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს. ყვეალს უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია”, – განუცხადა “აიპრესს” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნიკოლოზ შარვაშიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...