რუსეთი ლიტვის მიერ ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სარკისებურად უპასუხებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
“ამ შემთხვევას ჩვენი მხრიდან სარკისებული რეაგირება მოჰყვება”, -განაცხადა ზახაროვამ.
მან დასძინა, რომ ვილნიუსის “ანტირუსული ქმედებები” ადეკვატური რეაგირების გარეშე არ დარჩება.
7 დეკემბერს, ლიტვამ ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ეროვნული სანქციები დააწესა. სააგენტო Delfi- ს დიპლომატიური წყაროების თანახმად, სანქციების ე.წ შავი სიის გაფართოებას ვარაუდობენ – მას 20 ადამიანი დაემატება.
მოგვიანებით, ლიტვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირსა და ნატო-ს ანტირუსული სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინის, ნატო-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ “დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს” ახორციელებს.