რუსეთი ისტერიკაშია – მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს უმკაცრესი სანქციები რუს სპორტსმენებს!

რუსეთი დანაშაულის აღიარების ნაცვლად გადაბრალების პოლიტიკითაა დაკავებული
ლოზანაში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რუსეთის წინაამდეგ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის სპორტსმენებს ოთხი წლით აეკრძალათ რუსეთის სახელით ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო ჩემპიონატებში და სხვა მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა.

WADA-ს აღნიშნული გადაწყვეტილება მეტად მწვავედ აღიქვა რუსეთის ხელისუფლებამ.

“ის, რომ ყველა ეს გადაწყვეტილებები მეორდება, და ხშირად იმ სპორტსმენების მიმართ, რომლებიც ასე თუ ისე უკვე იყვნენ დასჯილები, სხვა მომენტებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, გვაფიქრებინებს, რომ ეს გაგრძელებაა ანტირუსული ისტერიის, რამაც ქრონიკული ფორმა მიიღო” – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ვიცე-პრემიერებთან გამართულ თათბირზე.

მან დაავალა თავის მოადგილე ოლგა გოლოდეცს თხოვოს შესაბამის სპორტულ სტრუქტურებს WADA-ს გადაწყვეტილების გასაჩივრება.

რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი თვლის, რომ რუსეთმა მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს და რუსი სპორტსმენები არ უნდა წავიდნდნენ ოლიმპიადაზე.

“არსად არაა წასვლა საჭირო. ჩვენი შეჯიბრებების ორგანიზება უნდა მოვახდინოთ და შევქმნათ პირობები იმისთვის, რომ ეს ოთხი წელი ფუჭად არ დაიკარგოს ჩვენი ოლიმპიელებისთვის”, – ამბობს ტოლსტოი და იქვე დასძენს, რომ მისი აზრით, ამ საკითხში ქვეყნის მიერ მკაცრი პოზიციის დაკავებამდე WADA-ს ფუნქციონერების მხრიდან გაგებას არ უნდა ელოდნენ.

რუსეთის მხარეს გასაჩივრებისთვის 21 დღიანი ვადა აქვს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთისთვის გამოტანილი ვერდიქტი არ გადაისინჯება, თუმცა არის მოსაზრება, რომ რუსეთის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების განხილვა შეიძლება დროში გაჭიანურდეს და სანქციები ძალაში უკვე ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ შევიდეს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად