რუსეთი და დიდი ბრიტანეთი ფინანსურ ინფორმაციას აღარ გაცვლიან

ფედერალური საგადასახადო სამსახური (FTS) განაახლებს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებთანაც რუსეთი ავტომატურად ახორციელებს ფინანსური ინფორმაციის გაცვლას, რასაც ითვალისწინებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ეგიდით გაფორმებული მრავალმხრივი შეთანხმება.

განახლებულ ჩამონათვალში კი აღარ ფიგურირებს დიდი ბრიტანეთი და ცალკე ადმინისტრაციული ერთეულები, როგორიც არის მენის, გერნსისა და ჯერსის კუნძულები.

აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ რუსეთი დიდ ბრიტანეთს აღარ მიაწვდის ფინანსურ ინფორმაციას რუსულ ბანკებში ბრიტანელი მოქალაქეების ანგარიშების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უწყების შესაბამისი განკარგულება ძალაში 2020 წლიდან შევა. პროექტის შესახებ დოკუმენტი კი 19 სექტემბერს გამოქვეყნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად