რუსეთი აშშ-ს ”ღია ცის ხელშეკრულებიდან” შესაძლო გასვლის შემთხვევაში, საპასუხო რეაგირებას გეგმავს

რუსეთი აშშ-ს ღია ცის ხელშეკრულებიდან შესაძლო გასვლის თაობაზე საპასუხო რეაგირებისთვის ემზადება. ამის შესახებ შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო RIA Novosti ავრცელებს.

კითხვაზე, გადადგამს თუ არა რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს, თუ აშშ ხელშეკრულებას დატოვებს, ერმაკოვმა განაცხადა: ”ბუნებრივია. ყველანი მზად ვართ ვართ. გაიგებთ”.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესახებ შეერთებული შტატების ყველა გადაწყვეტილება საერთაშორისო უსაფრთხოებას ეხება.

27 ოქტომბერს, გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ორ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ დონალდ ტრამპი “ღია ცის ხელშეკრულებიდან” გასვლას გეგმავს.

26 ოქტომბერს, სენატის თერთმეტმა წევრმა დონალდ ტრამპს განცხადებით მიმართა. მათ თეთრი სახლის ლიდერს სთხოვეს, რომ ხელშეკრულება არ დატოვოს. მათი შეფასებით, ეს მხოლოდ სახელმწიფოებს მიაყენებს ზიანს. ამის ნაცვლად, მათ ამერიკის ლიდერს მოუწოდეს, მოსკოვმა შეთანხმების პირობების დაცვა უზრუნველყოს.

ანალოგიური განცხადება კონგრესის რამდენიმე წევრმა გაავრცელა. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ” რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარია”.

“ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას” ხელი 1992 წელს მოეწერა, იგი საშუალებას აძლევს მის მონაწილეებს, რომ  სამხედრო ობიექტებზე კოორდინირებული ფრენები განახორციელონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად