“რუსეთი არ იმსახურებს წილს ნავთობბაზარზე”

NULL

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი ნავთობზე 10 დოლარიან ფასს პროგნოზირებს

აუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის ალი ნაიმის განცხადებით, თვალსაწიერ მომავალში ნავთობის ფასი ერთ ბარელზე მხოლოდ 10 დოლარი იქნება. ალი ალ-ნაიმი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც განაცხადა რომ საუდის არაბეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაეცემა ნავთობის ფასი. “ფასი იქნება 20, 40 თუ 60 დოლარი, ჩვენთვის განსხვავება არ აქვს”, ციტირებს გამოცემა “ინსაიდერი“. ინტერვიუში მინისტრმა განმარტა, რომ საუდის არაბეთს შეუძლია თავს უფლება მისცეს და არ იზრუნოს ნავთობის ფასზე. ხოლო რუსეთს, არაბეთისგან განსხვავებით, არ აქვს ასეთი შესაძლებლობა იმიტომ, რომ ის ნავთობს არაეფექტურად მოიპოვებს და რომც მოინდომოს ამ პროცესის შეჩერება არ შეუძლია.

“ნავთობის დაბალი ფასი ნეგატიურ გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, ვინაიდან ქვეყანა მთლიანად ნავთობზეა დამოკიდებული. ამას მივყავართ რუბლის დევალვაციამდე, შედეგად რუსეთს არ შეუძლია საგარეო ვალების დაფარვა. რუსეთის ცენტრალურ ბანკს უკვე მოუწია ფინანსური დახმარება აღმოეჩინა ერთ-ერთი კერძო ბანკისთვის. რუსეთის ეკნომიკური კოლაფსი სრულებით აშკარაა. რუსეთს არ შეუძლია ნავთობის მოპოვების შემცირება იმიტომ, რომ მისი მდებარეობა და ტექნოლოგიები “არც ისე განვითარებულია, როგორც საუდის არაბეთის”, – ამტკიცებს მინისტრი.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მუდმივად არსებობს ახალ ჭაბურღილებში ინვესტიციების ჩადების აუცილებლობა. ამასთან, სასიცოცხლოდ აუცილებელია ძველი ჭაბურღილების მოდერნიზება. ამ მიმართულებით რუსეთი ძალიან ფრთხილობს, განსაკუთრებით დასავლეთ ციმბირში, სადაც მოპოვება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და მარაგი ნელ-ნელა მცირდება.

ალ-ნაიმის თქმით, მთავარი მიზეზი რის გამოც საუდის არაბეთს, რუსეთისგან განსხვავებით, ეკონომიკური კოლაფსი არ ემუქრება, ისაა, რომ არაბები ყოველთვის იყვნენ ფრთხილი და ეფექტური ნავთობმომპოვებლები. რომლებიც ზრუნავდნენ კაპიტალის დაგროვებაზე (შეიძლება ითქვას, რეზერვის შექმნაზე) ისეთი “შავი დღისთვის”, როგორიც დღესაა.

დაისვა შეკითხვაც, ნუთუ არ იყო დრო, საუდის არაბეთს შეემცირებინა ნავთობის მოპოვება, რათა ფასები აწეულიყო. ეს კოლაფსისგან გადაარჩენდა ისეთ ქვეყნებს, როგორიც რუსეთია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება, რომ ნავთობის ფასი ბარელზე 105 დოლარი მაინც იყოს.

“მაგრამ რატომ უნდა დაზარალდეს საუდის არაბეთი რუსეთის შეცდომების გამო?”, – ინტერესდება ალ-ნაიმი.

MEES-თან ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ “რუსეთი არ იმსახურებს თავის საბაზრო წილს” და ასე ხსნის თავის პოზიციას, – “საუდის არაბეთის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ დაიცვას ბაზარზე არამხოლოდ თავისი, არამედ სხვა მაღალეფექტური ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ინტერესები. ჩვენ გვინდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ მხოლოდ მაღალეფექტურად მომუშავე ნავთობმწარმოებლები იმსახურებენ თავიანთ წილებს ბაზარზე. ეს არის პრინციპი, რომელსაც მხარს უჭერს ყველა კაპიტალისტური სახელმწიფო.

ალ-ნაიმი ვერ ხედავს საუდის არაბეთის მხრიდან მსხვერპლზე წასვლის საჭიროებას და თვლის, რომ ოპეკის ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ ნავთობის მოპოვების არსებული მაჩვენებელი.

“მინდა განვმარტო ერთი რამ, – უსამართლობაა ოპეკის ქვეყნებს მოვთხოვოთ ნავთობის მოპოვების შემცირება. მითუმეტეს, რომ ჩვენ არც ისე ბევრს ვაწარმოებთ – მსოფლიოს ნავთობპროდუქტების 40%-ზე ნაკლებს. ჩვენ უბრალოდ მეტად ეფექტურები ვართ. ჩვენ გავაანალიზეთ სიტუაცია და მივედით დასკვნამდე, რომ საუდის არაბეთის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებას აზრი არ აქვს”, – განაცხადა ალ-ნაიმიმ.

ეკატერინე ტკაჩენკო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად