რუსეთი ანექსირებული ყირიმიდან და აღმოსავლეთ უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიებიდან ჯარებს გაიყვანს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალურ შტაბს და სარდლობას უბრძანა 23 აპრილიდან დაიწყოს იმ ძალების გაყვანა, რომლებიც კრემლმა მარტის ბოლოს გადაისროლა ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და აღმოსავლეთ უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონში.

სერგეი შოიგუს ბრძანებით სამხედრო ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე, რადგან, როგორც რუსმა მინისტრმა განაცხადა, სამხედრო წვრთნამ უკვე მიაღწია მის წინაშე დასმულ ყველა მიზანს.

“ჯარებმა მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ შეუძლიათ ქვეყნის თავდაცვის საიმედო უზრუნველყოფა. ამასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, დასრულდეს შემოწმების ღონისძიებები სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქებში”, – განაცხადა შოიგუმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...