რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავს ქუვეითის მედია ეხმაურება

ქუვეითის პრესა ფართოდ აშუქებს რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავს. ქუვეითში გამომავალი წამყვანი გამოცემები ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ გამოფენას ეხმიანებიან,- ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„საქართველოს მთავრობა გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოების დახმარებას პროცესების დარეგულირებაში და მოუწოდებს მთავრობებსა და გაერო-ს წევრ ქვეყნებს გააძლიერონ ძალისხმევა, რათა რუსეთის ფედერაცია დაემორჩილოს მასზე საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალიწინებით დაკისრებულ ვალდებულებებს” – ნათქვამია გაზეთ Kuwait Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ომის წლისთავზე ასევე წერენ ისეთი გამოცემები, როგორიც არის: „Alanda”, „Alqabas”, „Al-Seyassah”, „Aljazira”, „Alrai” და „Alnahar”.

ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, ფოტო გამოფენა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ელჩმა პრეს-კონფერენცია მოიწვია. როლანდ ბერიძემ ადგილობრივ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა 2008 წლის ომის, მისი მძიმე ჰუმანიტარულ-პოლიტიკური შედეგებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტული დარღვევების შესახებ, მათ შორის ხაზი გაესვა მოსკოვის მხრიდან წარმოებულ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული კვარტლური ანგარიშების (I და II კვარტლის) პრეზენტაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად