რურუა: ეს მოსამართლეები ჩვენი სამართალმცოდნეობის სკოლების ძალიან დაბალი ხარისხის პროდუქტია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა გადაცემა "პრიორიტეტში" მოსამართლეების უვადოდ არჩევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უვადოდ არჩევა კარგია, თუმცა თუ არაპროფესიონალებს ნიშნავენ ეს ძალიან ცუდი რეალობის წინაშე აყენებს ქვეყანას. მისივე განცხადებით, საქართველოში სამართალმცდნეობის სკოლების ძალიან ცუდი ხარისხია და სწორედ ამის ბრალია არაპროფესიონალი მოსამართლეების არსებობა ჩვენს ქვეყანაში. 

"ზოგადად უვადოდ არჩევა კარგი რამეა, მაგრამ როდესაც უვადოდ ირჩევ არაპროფესიონალ არაკვალიფიციურ პირს ეს ცხადია ცუდი რაღაცაა, რადგან დიდი ხნით იღებ ძალიან ცუდ რეალობას, რომელსაც ვეღარ შეცვლი, რადგან ასეთია კანონი. 

ზოგადად ეს მოსამართლეები არიან პროდუქტი ჩვენი ცუდი განათლების სისტემისა, რომელიც პრობლემაა მოყოლებული საბჭოთა კავშირის დროიდან. ისინი ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევენ თავის ევროპელ კოლეგებს და მითუმეტეს ამერიკელ კოლეგებს. ჩვენი სამართალმცოდნეობის სკოლების ხარისხი არის სამწუხაროდ ძალიან დაბალი", – განაცხადა ნიკა რურუამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...