რურუა: არ გამოვრიცხავ, ბათუმის აქციაზე ნიღბიანები “ქართულ ოცნებას” შეეგზავნა ხალხის დასაშინებლად

"არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნიღბიანები სპეციალურადაც იყვნენ იქ შეგზავნილი, რომ ნებისმიერი პროტესტი ასეთ საფრთხობელად ექციათ, რომ თუ პროტესტს გამოაცხადებთ, აი, ეს მოხდება. ოლიგარქს ყველაზე მეტად ამის ეშინია,"რევოლუციისას", – განაცხადა "ნაცმოძრაობის" წევრმა ნიკა რურუამ გადაცემა "პოლიტმეტრში". მისი თქმით, სწორედ ხელისუფლებას და ივანიშვილს აწყობს მსგავსი პრეცედენტებით საზოგადოებაში ყველანაირი პროტესტის ჩახშობა.

"აბსოლუტური ბოდვაა ის, რომ ბათუმში მომხდარი ამბავი გამოძიებას "ნაციონალურ მოძრაობამდე" მიიყვანს. ამას არ ველი, ეს არის ტყუილი და ამას ვნახავთ, როგორც ვნახეთ ბატონი ჭიკაიძის მიერ დაანონსებული საბურავების რევოლუცია.

ეს ყველაფერი დროის გაწელვისთვისა და თვალის ასახვევად ხდება. ამიტომ, თუ ვინმეს აქ წინასწარ განზრახვა აქვს, ეს "ქართული ოცნებაა", რომელსაც სურს შეაძულოს ხალხს პოლიტიკური პროტესტი, მათ შორის მშვიდობიანი", – განაცხადა ნიკა რურუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად