რუმინეთში, მოსახლეობამ მერად, ხმის მიცემამდე 10 დღით ადრე, COVID19-ით გარდაცვლილი მოქმედი მერი აირჩია

რუმინეთის სოფელ, კომუნა დევესელუს მოსახლეობამ მერად, ხმის მიცემამდე 10 დღით ადრე გარდაცვლილი მოქმედ მერი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ASSOCIATED PRESS-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ქალაქის მოქმედი მერი, იონ ალიმანი 17 სექტემბერს, COVID-19-ით გარდაიცვალა.

ASSOCIATED PRESS-ს ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენებიდან, რომლებსაც ხმის მიცემამდე 2 კვირით ადრე ბეჭდავენ, მოქმედი მერის სახელის წაშლა ვერ მოასწრეს. თუმცა პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა.

გამოცემის ინფორმაციით, ალიმანს ხმა 1600 ამომრჩევლიდან 1020-მა მისცა. ხმის მიცემის შემდეგ ადგილობრივები მის საფლავზე მივიდნენ და პოლიტიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსახლეობამ გარდაცვლილი მერის არჩევა იმით ახსნა, რომ ასე მერისადმი პატივისცემის გამოხატვა უნდოდათ, რადგან მისი საქმიანობით ყოველთვის კმაყოფილები იყვნენ.

როგორც ცნობილი გახდა, კომუნა დევესელუში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება. ხმის მიცემამდე კი ალიმანის მოვალეობებს მისი მოადგილე შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად