რუმინეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

რუმინეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იუწყება.

ვირუსი დაუდგინდა გორჟის რეგიონის მაცხოვრებელს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას კონტაქტი ჰქონდა იტალიელთან, რომელიც რუმინეთში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული. მინისტრის განცხადებით, ინფიცირებულს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.

„მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, მას სიმპტომები არ აღენიშნება. პანიკის არანაირი საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.მისი განცხადებით, ინფიცირებული მამაკაცი კარანტინზე 14 დღეს გაატარებს.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 82 164 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 801-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 2 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 1 – ფილიპინებზე, 3 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 2 – საფრანგეთში, 4 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 12 – იტალიაში, 13 – სამხრეთ კორეაში, 19 – ირანში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 32 898 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად