რუმინეთში ეპიდსიტუაციის გამო “კომენდანტის საათი “წესდება

რუმინეთში, გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, 25 ოქტომბრიდან ე.წ. კომენდანტის საათი წესდება.

იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში კოვიდსაშვების გარეშე შესვლა.

უკიდურესად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ხელისუფლებამ სკოლებში ორკვირიანი არდადეგები გამოაცხადა.

ახალი შეზღუდვები ძალაში 30 დღის განმავლობაში დარჩება. მოქალაქეებს გადაადგილება საღამოს 10 საათიდან აეკრძალებათ, რესტორნები და მაღაზიები კი 21:00 საათიდან დაიკეტება. საზოგადოებრივ ადგილებში შესვლის ნებართვა მხოლოდ ვაქცინირებულ ან ვირუსგადატანილ პირებს ექნებათ.

შეზღუდვა არ სეეხება მხოლოდ სურსათის მაღაზიებსა და აფთიაქებს.

ორშაბათიდან სავალდებულო ხდება საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის გამოყენება, იკრძალება ქორწილები და სხვა კერძო ღონისძიებები. მთავრობა დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლების ნახევარი დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ

საგულისხმოა, რომ რუმინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ მესამედი.

კომენტარები
იტვირთება...