რუმინეთში, COVID19-ით ინფიცირებულთა საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ პიატრა ნეამში, ათი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა სამკურნალო საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ Associated Press იუწყება.

სააგენტოს ცნობით, დაშავდა კიდევ ათი ადამიანი. შვიდი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავდა მორიგე ექიმი, რომელიც ცდილობდა პაციენტების გადარჩენას ხანძრისგან.

ხანძარი გაჩნდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რომელიც განკუთვნილია COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის. რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვა იყო. Associated Press აღნიშნავს, რომ საავადმყოფო ცუდ მდგომარეობაში იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად