რუმინეთში, 28 სექტემბრიდან, ვაქცინის მესამე დოზა ყველა სრულად ვაქცინირებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი

ამის შესახებ დღეს, 22 სექტემბერს, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ფლორინ კიცუმ განაცხადა

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 28 სექტემბრიდან დავიწყოთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა, – განაცხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ფლორინ კიცუმ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მესამე დოზით აცრა ყველა სრულად ვაქცინირებულს მეორე დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ შეეძლება.

კომენტარები
იტვირთება...