რუმინეთის პრემიერი: საქართველოს აყვავება და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის

“რუმინეთის პერსპექტივიდან საქართველოს აყვავება და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, გვსურს კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.” – შესაბამისი განცხადება რუმინეთის პრემიერმინისტრმა ვასილიკა-ვიორიკა დენჩილამ, ქვეყანაში საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გააკეთა.

“ვისაუბრეთ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მხარდაჭერაზე იმ კონტექსტში, რომ რუმინეთი 2020 წელს ხდება ევროკომისიის თავმჯდომარე და ხაზი გავუსვით აღნიშნული ინიციატივის მიზნების მიღწევას. დისკუსია შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს.

რუმინეთის პერსპექტივიდან საქართველოს აყვავება და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, გვსურს კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს პატივს ვცემთ.

ჩვენი ძალისხმევა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება, რათა უფრო დინამიური გახდეს ეკონომიკური ურთიერთობები, გაიზარდოს ვაჭრობის მოცულობა, გაიზარდოს ექსპორტი რუმინეთიდან საქართველოში და აღვნიშნეთ, რომ ასეც იყო გასულ წელსბში. გვსურს, რეგულარული გახდეს მთავრობათაშორისი კომისია, რათა არსებული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს.

რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, იქნება ეს ტურიზმი თუ ხალხთაშორისი კავშირები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს დავუჭერთ რუმინულ კომპანიებს, რათა კარგად გამოიყენონ შესაძლებლობები, რომელიც აქვს საქართველოს.” – განაცხადა რუმინეთის პრემიერმინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...