რუმინეთის პრემიერი: გახარიას დავუდასტურე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რუმინეთის სრული მხარდაჭერა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიკ ორბანი ქართველ კოლეგასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რუმინეთის პრემიერი აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

„არსებითი და მეგობრული საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. კოლეგას დავუდასტურე საქართველოს სუვერენიტეტისა დს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რუმინეთის სრული მხარდაჭერა. პრიორიტეტულად მივიჩნევთ ჩვენს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესებას შავი ზღვის რეგიონში”, – წერს ლუდოვიკ ორბანი „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად