რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის პატრიარქის დანიელის ინიციატივით, რუმინეთში საქართველოს ელჩთან, ილია გიორგაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობისათვის, რუმინეთის პატრიარქმა ელჩი ილია გიორგაძე დააჯილდოვა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ორდენით, რომელიც არის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო საერო პირებისათვის.

კომენტარები
იტვირთება...