რუმინეთის მთავრობა გადადგა

რუმინეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი ვიორიკა დენჩილის ხელმძღვანელობით მთავრობის გადადგომას. სააგენტო “უკრინფორმის” კორესპოდენტის თანახმად, მთავრობის გადადგომას მხარი 238-მა დეპუტატმა დაუჭირაა (საჭირო იყო მინიმუმ 234 ხმა).

რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების შესახებ. კანონპროექტს ხელი 240-მა დეპუტატმა მოაწერა.

დენჩილემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2018 წელს დაიკავა.

რუმინეთის კანონმდებლობის თანახმად, რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, მთავრობის კანდიდატურის წარდგენისას ახალი კანდიდატი უნდა წარადგინოს.

ფოტო: dpa, EPA

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად