რულოვსის საარჩევნო შტაბის წევრი: უბნებში გაყალბება არ ყოფილა, წარმატებები გეგა შენგელიას!

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის წევრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი სოციალურ ქსელში საკუთარ მომხრეებს მიმართავს და აღნიშნავს რომ ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე გაყალბება არ ყოფილა.

“სამწუხაროდ, ეს ქვეყანა უთავმოყვარეოდ დაძაბუნებული აღმოჩნდა… უბნებში გაყალბება არ ყოფილა, მოცემულობა რეალობას არ ასახავს ნამდვილად, მაგრამ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებთ, როგორც ამას რეალობა გვკარნახობს. თუ მზად არ ვართ, შევიცვალოთ და მოვუსმინოთ ხალხს, ვინც ადგილებზე, შედეგზე ორიენტირებულია, თუ არ გავითვალისწინებთ სპეციფიკას, რომლის იგნორირება ხდის უსაშველოდ შენიღბულს ამომრჩეველს, უცვლელად სტაბილური ციფრის ( პროცენტის) პოლიტიკურ ძალად დავრჩებით.

ლაყბობის დრო არ არის, ტვინის განძრევის დროა და საკუთარი შეცდომების ცივი გონებით განსჯა მოგვიწევს, თუ რა თქმა უნდა, ამისთვის შინაგანად მზად ვართ, ზუგდიდს და სამეგრელოს უნდა იცნობდე, რომ მას შენობით მიმართო, ნუ შეეცდება ვინმე, ხალხს გადააბრალოს საკუთარი შეცდომები, აქ ფანტასტიური ხალხია და მოვა დრო, ის მაინც შეძლებს ამაში დაარწმუნოს დანარჩენი საქართველო, წარმატებები გეგა შენგელიას… გაიმარჯვეთ? დრო და გაკეთებული საქმე ყველაფერს გასცემს პასუხს!”, – წერს ახვლდეიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...