რულოვსი: თქვენ კიდევ არ მიცნობთ! არ ვხუმრობ! არ გირჩევთ პირველი ტური გამარჯვებულად გამოაცხადოთ!

“თქვენ კიდევ არ მიცნობთ! ვინც მიცნობს, იცის რომ არ ვხუმრობ! არ გირჩევთ პირველი ტური გამარჯვებულად გამოაცხადოთ!” – ასე მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხელისუფლებას არჩევნების დასრულების შემდეგ.

ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური და თუ ისინი პირველ ტურს მოგებულად გამოაცხადებენ, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს.” – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

“მე ამას ვადასტურებ. ჩვენ ვიცით, რასაც მაიმუნობენ, ვიცით, რომ მარტო ამ სოფელში 60 პასპორტია წართმეული, უამრავი მოსყიდვის ფაქტია, ზეწოლის, ფარულობის დარღვევის, არის ძალიან ბევრი ფაქტი, რომ ხალხი ვერ მივიდა ან ძალით მიიყვანეს და ა.შ. ხალხი იყო შეყვანილი აკრედიტაციის გარეშე, ბევრი ადამიანი ვნახე უბანზე ნასვამი და პოლიცია პასიურობდა.

მე არ ვიცი რას აპირებენ მეორე ბანაკში, ჩუმად არიან, თათბირობენ. ჯერ „ფოკუსები“ მიმდინარეობს. პირველ ტურში თუ გამოაცხადებენ გამარჯვებას, ჩვენ ამას არ შევეგუებით არანაირად, რადგან ეს არ შეესაბამება სიმართლეს! პირველი ტური მათ არ აქვთ მოგებული, პირველი ტური ჩვენ გვაქვს მოგებული და მეორე ტურს არ დავუშვებთ, რადგან არ გვჭირდება. ჩვენ მოგებული გვაქვს პირნათლად და არ შევეგუებით. რატომ? იმიტომ, რომ არ გვინდა ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ.” – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...