რულოვსი: რუსეთს ივანიშვილი აღარ სჭირდება, მშიშარა ადამიანია, მოიშორებენ

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სანდრა რულოვსმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრად გახარიას წარდგენას აპროტესტებენ.

“მართლა სირცხვილია რომ ასეთი ცხადია რომ ეს ადამიანი რუსეთის მიერ არის გამოგზავნილი საქართველოში. ეს არ უნდა დაუშვას მთავრობის მეთაურმა. ეს შეიძლება გახდეს საშიში პროცესების დასაწყისი, რომელიც კარგა ხანია რაც დაწყებულია. ღმერთმა იცის რას გადაწყვიტავს გახარია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ მე ვდგავარ აქ, უნდა ვანახოთ რომ ხალხის პროტესტის მიუხედავად აპირებენ ამ ადამიანის დასმას პრემიერად. ასევე კიდევ ორი ცვლილება იქნება კაბინებტში რაც იგივე ტენდენციაზე მეტყველებს.

სანდრა რულოვსის თქმით, გიორგი გახარიას წარდგენა ცუდი ნიშანია და ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ რუსეთი ზის მთავრობის მეთაურად. მისი შეფასებით, გახარია ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ინტერესის წინააღმდეგ.

” აქციაზე ჟღერს ხოლმე რომ ყველაზე დიდი პრობლემაა ბიძინა ივანიშვილი. ახლა ვფიქრობ, რომ შეიცვალა ეს. ახლა რუსეთის კაცი დაჯდა სახელმწიფო მეთაურად, სულ აღარ სჭირდებათ ბიძინა ივანიშვილი. მან თავისი როლი შეასრულა, ვფიქრობ რომ მოიშორებენ. რუსეთი მოიშორებს, ის არაპროგნოზირებადი ადამიანია, მშიშარა ადამიანია. გიორგი გახარია უფრო მხნედ დგას. უფრო სანდოა რუსეთისთვის, უფრო სანდო და ერთგულია. უფრო მარტივად გააკეთებს რაც რუსეთს უნდა. ბიძინა არაპროგნოზირებადი მილიარდელია”-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...