რულოვსი: მზად ვარ, ივანიშვილის წინააღმდეგ იარაღი ავიღო ხელში, ეს იარაღი ხალხის ძალაა

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” 2019 წლის 19 მაისის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შესახებ საუბრისას განაცხადა.

სანდრა რულოვსის თქმით, ის მზადაა ივანიშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად ხალხის ძალა გამოიყენოს.

“ბრძოლას აქვს აზრი, ახლა ბევრად ძლიერად ვგრძნობ თავს, რადგან ვხედავ, რომ ქვეყანა ძალიან მალე აღარ იარსებებს – ან გადაეცემა ოლიგარქის მიერ რუსეთს, ან გაიყიდება. როგორც ჩანს, ივანიშვილი არ მიდის არსად არჩევნების გზით. თუ ისინი იტყვიან, რომ გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, მე გამოვალ ინიციტივით, რომ აქ უკვე ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი იმიტომ, რომ არჩევნების რწმენა აღარავის აქვს.

მე მზად ვარ, ივანიშვილის წინააღმდეგ ავიღო ხელში იარაღი და ეს იარაღი არის ხალხის ძალა. ყველა ქალაქს გავივლი ფეხით და ვინც შემომიერთდება, განსაკუთრებით ახალგაზრდები… დაველოდოთ მათ შედეგებს, მაგრამ მზად ვარ, ბოლომდე მივიდე. მინდა, ამ ხალხს მომავალი ვაჩუქო,“ – ამბობს სანდრა რულოვსი.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 120 837 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 56 642 ამომრჩეველმა დააფიქსირა. წინასწარი შედეგებით, კი გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა არჩევნები წააგო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...