რულოვსი: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ივანიშვილს მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება…

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სანდრა რულოვსი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრად გიორგი გახარიას წარდგენას აპროტესტებენ.

„ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ რუსეთი ზის ჩვენი კაბინეტის თავზე და რაც რუსეთს უნდა, იმას გააკეთებს. ამბობენ, რომ ბიძინას არ შერჩება, მე ვიტყოდი, რომ ბიძინა უკვე ზედმეტია. რაც უნდოდა რუსეთს, ის მიიღო. მათი კაცი გახარიას სახით უკვე არის კაბინეტის უფროსი. შეუძლია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, თუნდაც რუსეთთან ანექსია, ბიძინა უკვე ზედმეტია. დამიჯერეთ, ბიძინას მალე მოიშორებენ, ის ამას ვერ ხვდება. ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ თვითონ უკვე ზედმეტია: მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ეს რუსეთია, ის არ ხუმრობს. რუსეთი ყველგან პოულობს თავის მტერს. უკვე რუსეთთან გვაქვს საქმე, ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი. ბიძინას ერთი პროცენტი ჯანმრთელი აზროვნება თუ მაინც აქვს დარჩენილი და უნდა, რომ საქართველოს დაეხმაროს, მაშინ გახარია არ უნდა დანიშნოს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა, რომლის სინქრონსაც “საზოგადოებრი მაუწყებლი” ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს პარტი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა

შს მინისტრმა  “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში მცირედი საკადრო ცვლილებები იქნება.

გახარიას მინისტრთა კაბინეში  შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ლევან იზორია იქნება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...