რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში Covid-19-ით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში Covid-19-ით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებენ.

როგორც კლინიკის მენეჯერმა განაცხადა, ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა ხოლო მეორეს საზღვრის კვეთის ისტორია აქვს. მისი თქმით, კლინიკაში სულ 19 პაციენტი მკურნალობს, აქედან 9 covid 19 დადასტურებულია, ხოლო ათი პაციენტი ცხელების ცენტრშია მოთავსებული.

ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაკოფილებელია შემდეგი გართულებების გარეშე. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურშუ არსებულ საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 42 პირია, რაც შეეხება თვითიზოლაციას რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 291 პირია თვითიზოლაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად