რუხის კლინიკაში 142 კოვიდ პაციენტი მკურნალობს

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 142 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 85 საშუალოდ მძიმე, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 მძიმე. სენამედის კოვიდ კლინიკაში 30 კოვიდ პაციენტი მკურნალობს.

ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ. მათი ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 77.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 165 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად