Rugby Europe-მ 15 აპრილამდე გასამართი ყველა საერთაშორისო შეხვედრა გადადო

კორონა ვირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, Rugby Europe-მ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2020 წლის 13 მარტიდან 15 აპრილამდე გასამართი ყველა შეხვედრა გადადოს. გადადებული შეხვედრების ჩამონათვალშია ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტური და საქართველოს ნაკრების თამაშიც.

მატჩების ჩამონათვალი, რომლებიც კავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო:

ქალთა და ვაჟთა საერთაშორისო ჩემპიონატი უფროსებს შორის, ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრების ჩათვლით, რომლებიც მიმდინარე კვირის ბოლოს იყო დაგეგმილი.

U20 ევროპის ჩმპიონატი, რომელიც 22-28 მარტს პორტუგალიაში უნდა გამართულიყო.

U18 ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 12-18 აპრილს რუსეთში უნდა გამართულიყო.

U18 ის გასამართი  შეხვედრები სერბეთსა და ჩეხეთში.

რაგობი-ევროპა დააკვირდება COVID-19-თან დაკავშირებულ მოვლენებს და შეხვედრების ახალ კალენდართან დაკავშირებით, სპორტსმენთა და საზოგადოების ჯანმრთელობის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ყველა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად