რუდენკო ვაჟა გაფრინდაშვილზე: ვფიქრობთ, ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რუდენკოს თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მთავარი იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს მომავალში თავის ახლობლებს დაუბრუნდება.

„რაც შეეხება თქვენს ექიმს, მისი საკითხი ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი იყო. მოვისმინეთ ორივე მხარის შეხედულებები, გვაქვს იმედი, რომ უახლოეს პერიოდში ბატონი გაფრინდაშვილი თავის ახლობლებს დაუბრუნდება. ჩვენი ყველას ინტერესშია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას. როგორ გათავისუფლდება, ამას მე ნუ მკითხავთ. ის, როგორც იცით, კრემლში არ იმყოფება და არის სხვაგან. ოკუპაციის თემაზე თქვენთან დისკუსიაში არ შემოვალ, რადგან აქ ჩვენი პიზიციები ძირეულად განსხვავდება.
ჩვენ ვთვლით, რომ სამხრეთ ოსეთი შედგა 2008 წელს, ამიტომ ყველანაირი საუბარი ამ თემაზე ჩვენთვის დახურულია. რაც შეეხება გაფრინდაშვილის საკითხს, ეს ჰუმანიტარული თემაა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს. მე ვიცი არგუმენტაცია ორივე მხრიდან. ამიტომ არ მინდა კომენტირება ამ მოსაზრებებისა, თუ რატომ მოხვდა ის იქ. მე ვიცი სამხრეთ ოსეთის პოზიციაც იმასთან დაკავშირებით, რომ ის იქ იმყოფებოდა არა სამედიცინო მიზნებისთვის, არამედ სხვა მიზნებით. რა სხვა მიზნებით, ეს არ ვიცი. ჩვენ მხოლოდ იმით ვართ დაინტერესებულნი, რომ ადამიანი გამოუშვა და რომ ასეთი შემთხვევები აღარ იყოს“ ,- განაცხადა რუდენკომ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად