რქებით გადაბმული ირმების დაშორიშორებისთვის ხეებზე ტოტების საჭრელი ხერხი გამოიყენეს (ვიდეო)

შემთხვევა აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მოხდა.

ჩხუბის დროს ერთმანეთს რქებით გადაბმული ორი ირემი ფერმერმა მარკ ჯონსონმა შენიშნა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ირმები ან შიმშილისგან იღუპებიან, ან კოიოტების მსხვერპლნი ხდებიან.

ჯონსონმა მეგობარს, ბრენდ ლაიონსს დაურეკა და ირმების საშველად იხმო. შემთხვევის ადგილზე ლაიონსი თოკით “შეიარაღებული” მივიდა. მალე მათ კიდევ ერთი ფერმერი, რენდი უიკოკსი შეუერდა. მას თან კი ხეზე ტოტების საჭრელი გრძელი ხერხი ჰქონდა.

მამაკაცებმა მოახერხეს და ირმები იქვე ახლოს, პატარა მდინარეში შერეკეს. შემდეგ რენდი უიკოკსმა შეძლო წაქცეულ ირმებთან მიახლოვება და მათი რქების გადახერხვა.

ბრენდ ლაიონსის მეუღლემ, ლიზა ლაიონსმა კადრები ვიდეოზე აღბეჭდა. და შემდეგ იუთუბზე განათავსა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად