A1 ბანერი

“როცა სააკაშვილის ნარჩენებს აჩეჩებ მათ ვინც გამარჯვება სიცოცხლის ფასად მოიტანა, პოლიტიკური პასუხი უნდა აგო”

ამის შესახებ სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე საუბრისას პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი კანონპროექტის დაყენებას ორშაბათს, ჩვენ გავწელავთ პროცესს იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას გვაძლევს რეგლამენტი. ჩვენ არ ვაპირებთ გამოვიტანოთ საკუთარი კანონპროექტი ორშაბათს განხილვაზე. ჩვენ გამოვიტანთ კანონპროექტს მაშინ, როდესაც ვენეციის კომისიის ხალხიც ჩამოსული იქნება, შედგება მათთან კონსულტაციები, იმ ადამიანებთან კიდევ ერთხელ გავივლით, გამოვიყენებთ მაქსიმალურად რეგლამენტის მხრიდან მონიჭებულ უფლებას, რომ მაქსიმალურად გავწელოთ დროში და იყოს ყოველი დღე მტკივნეული უმრავლესობისთვის და “ქართული ოცნებისთვის”. ამის ღირსები არიან, როდესაც აჩეჩებ სააკაშვილის ნარჩენს იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიტანეს ეს გამარჯვება ტირანიაზე, დიქტატურაზე და ავტორიტარიზმზე. უნდა დაისაჯო და პასუხი აგონ პოლიტიკური თვალსაზრისით”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...