„როცა მეტოქედ რუსი მყავდა, ვიცოდი რომ ჩემს გვერდით მთელი ჩემი ქვეყანა იდგა“ – ინტერვიუ მირზა სხულუხიასთან

მირზა სხულუხია_თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქუთაისიდან, რომლის ბოლო ანგარიშზეც 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედალია. 22 წლის ჩემპიონმა გასულ თვეში ბუდაპეშტში გამართულ ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების წევრი დაამარცხა. ემოციების, გაწეული მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ კი “აიპრესს’ ესაუბრა.

 

 

როდის დაიწყე სპორტული ცხოვრება და გადაწყვიტე რომ ძირითად დროს სწორეს სპორტის ამ სახეობას დაუთმობდი?

სპორტში პატარა 6 წლის  ბიჭი შემიყვანეს ოჯახის წევრებმა. დიდ დროს დარბაზში ვატარებდი. ვმონაწილეობდი სხვადასხვა ტურნირზე, ვაღწევდი გარკვეულ შედეგებს, ასევე რა თქმა უნდა  იყო წარუმატებელი მცდელობებიც. სპორტი თანდათან შემიყვარდა, 2017 წელს კი საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე და დავრწმუნდი, რომ ეს იყო ჩემი სფერო. მაშინ გადავწყვიტე  გაცილებით მეტისთვის მიმეღწია და ამისთვის თავს არ ვზოგავ დღემდე, ვფიქრობ ჯერ ბევრი არაფერი გამიკეთების.

ჩემპიონობამდე გზა ადვილი არ იქნებოდა…

დიახ, პროფესიონალური სპორტი ადვილი არ არის, ძალიან ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა. სულ სხვა რეჟიმით ცხოვრობ. განსაზღვრულია ძილის, ჭამის დროც კი . წლების განმავლობაში იყო ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი, ასევე იყო ტრამვები. მიფიქრია კიდეც ხომ არ დამენებებია თავი, მაგრამ ღმერთის წყალობით ყველაფერი დავძლიე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ უნდა მევარჯიშა და მებრძოლა ბოლომდე. ჯერჯერობით კარგად მიდის ყველაფერი და წინ კიდე გრძელი გზა მაქვს გასავლელი.

ამ დროისთვის ბოლო გამარჯვება ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა, როცა რუსი მეტოქე დაამარცხე…ალბათ სულ სხვა შეგრძნებაა ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე…

ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი შედეგი, განსაკუთრებული შეგრძნება. შეჯიბრებისას  სტიმულს ის მიორმაგებდა, რომ მეტოქედ რუსი მედგა და მე მარტო არ ვიყავი, რადგან ჩემს გვერდით იყო ჩემი ქვეყანა. გამარჯვებაც მხოლოდ მე არა მთელმა საქართველომ იზეიმა.

ბევრს საუბრობენ სპორტსმენებისთვის ხელის შეწყობის აუცილებლობაზე. რამდენად გრძნობ მხარდაჭრას შესაბამისი უწყებებისგან?

ვერ ვიტყვი რომ ხელშეწყობა არ მაქვს, ყურადღება სპორტის ამ სახეობის მიმართაც დღეს გაცილებით მაღალია. მაგრამ აუცილებბლად უნდა აღვნიშნო, რომ წარმატებისთვის პირადად  უნდა იბრძოლო. უნდა დაანახო ყველას, რომ რაღაც შეგიძლია, დადო შედეგი და ამის შენდეგ უკვე იზრდება ყურადღებაც. უცხოეთში ყოფნისას ვხედავ სრულიად სხვა ინფრასტრუქტურას, აღჭურვილობას. გაცილებით მაღალ დონეზეა განვითარებული სავარჯიშო ბაზები. მაგრამ ჩვენი ბიჭები აღწევენ უმაღლეს შედეგს, რაც მხოლოდ მაქსიმალური სურვილითა და შესაბამისი შრომით მოდის.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

9 დეკემბერს იხსენა საქართველოს ჩემპიონატი დიდებში, რომელიც ბათუმში გაიმართება და რის შედეგზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ვბრძოლობ რომ ადგილი დავიმკვიდრო დიდების ნაკრებში და ტიტული, რომელიც 23 წლამდელთა ნაკრებში მაქვს უკვე დიდების შემადგენლობაში გავიმეორო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად