“როცა ინდოელებს ფენოვანი ხაჭაპურის ცხობა ასწავლე და გამარჯვებული იყურები”-ანიტას მორიგი ფოტო ინდოეთიდან

“ახლა აგვიკრძალეს ხაჭაპური, მხოლოდ ზონდით კვებაზეა და ძალიან აპროტესტებს ამ ამბავს”,- ამის შესახებ, 2 წლის ანიტა ფაცაციას დედა სოციალურ ქსელში წერს.

“მომენტი, როცა ინდოელებს ფენოვანი ხაჭაპურის ცხობა ასწავლე და გამარჯვებული იყურები 😂 მაგრამ ახლა აგვიკრძალეს ხაჭაპური, მხოლოდ ზონდით კვებაზეა და ძალიან აპროტესტებს ამ ამბავს.”,-წერს პატარა ანიტას დედა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციის თანახმად, ანიტას, ჩაუტარდა მუცლის ღრუს ექოსკოპია, რომლის თანახმადაც შინაგანი ორგანოების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება თერაპიული მკურნალობის კურსის დაწყება, რადგან ანიტას უგრძელდება მაღალი ტემპერატურა.

შეშუპების გამო ანიტას დროებით აეკრძალა ხაჭაპურის ჭამა, ამ ეტაპზე მის დღის რაციონს 600-700 გრამი რძე შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად