რონალდოს შემდეგ იუვენტუსში შესაძლოა, მარსელოც გადავიდეს

კრისტიანო რონალდოს იუვენტუსში გადასვლის შემდეგ დასავლურ სპორტულ მედიაში იწერება, რომ შესაძლოა "ბებერ ქალბატონს" რეალის მცველი მარსელოც შეუერთდეს. თავად კლუბები ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც პრესაში იწერება, მარსელოს იუვენტუსში გადასვლით კრისტიანო რონალდოა დაინტერესებული და კლუბს მარსელოს შეძენის მოთხოვნით მიმართა. რამდენად სარწმუნოა პრესა ამ შემთხვევაშიც ეს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაირკვევა. 

შესაძლო ტრანსფერის ალბათებს ისიც ამძაფრებს, რომ მარსელომ ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე იუვენტუსის გვერდი გამოიწერა, თუმცა ეს შესაძლოა რონალდოს ფაქტორითაც იყოს განპირობებული. ცნობილია, რომ ამ ორ ფეხბურთელს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. მარსელომ რონალდოს იუვენტუსში გადასვლისას ინსტაგრამზე დაწერა: 

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დადგებოდა დღე, როცა ჩვენ ერთმანეთთან დამშვიდობება მოგვიწევდა. ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით!" – დაწერა მარსელომ. ჟურნალისტებისთვის ეს პოსტიც ორაზროვანია და გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

თავის მხრივ რეალი რონალდოს შემცვლელის ძებნითაა დაკავებული. სპორტული მედიის ცნობით, რეალი 4 შესაძლო კანდიდატზე მუშაობს, ესენია: კილიან მბაპე, ნეიმარი, ჰარი კეინი და ედენ აზარი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად