რონალდოს რეკორდი-“იუვენტუსის” ლიდერს ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩი აქვს მოგებული

ტურინის იუვენტუსის პორტუგალიერი ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩი 102 თამაში მოიგო, ამის შესახებ ინფორმაციას “იუვენტუსის” ოფიციალური Facebook-გვერდი ავრცელებს.

აქამდე ეს რეკორდი მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მეკარეს იკერ კასილასს ეკუთვნოდა, რომელიც 2015 წლიდან პორტუგალიური “პორტოს” ფეხბურთელია. მას 101 თამაში ჰქონდა მოგებული. გუშინ კი მას რონალდომ გადაასწრო.

ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსმა” ლევერკუზენის “ბაიერს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ამ მოგებაში თავისი წვლილი პორტუგალიელმა ფეხბურთელმაც შეიტანა, რომელმაც მესამე გოლი დიბალას საგოლე პასით გაიტანა. მატჩში ანგარიში გონსალო იგუაინმა გახსნა, მეორე გოლი კი ფედერიკო ბერნანდესკიმ გაიტანა.

ფოტო აღებულია იუვენტუსის ოფიციალური Facebook-გვერდიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად