რონალდომ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოტოვოს

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ფორვარდმა, კრიშტიანო რონაალდომ ტრავმის გამო შესაძლოა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოტოვოს.

რონალდომ გუნდთან ერთად ვარჯიში ვერ გააგრძელა და მოედანი დროზე ადრე დატოვა.

ფინალის წინ მადრიდელებს ფრანგი მცველი, რაფაელ ვარანიც ტრავმირებული ჰყავთ, რომელიც ლიგის ფინალს გამოტოვებს. ასევე შესაძლოა, რომ ვარანმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს, მილანში, სან სიროს სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და მადრიდის "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად